Wednesday, March 16, 2011

დიალექტიზმები ვაჟას პოემებში

პროექტის სახელი-დიალექტიზმები  ვაჟას პოემებში

,,ენას გიწუნებ ფშაველო 

მგოსანო მაღალ მთისაო, 

თუმც კი გვითესავ მარგალიტს,

მკითხველიც იმას მკისაო’’

პროექტის მიზანი  -პოემებში  გამოყენებული  ფშაური  დიალექტებისა   და ფრაზეოლოგიზმების  მოძებნა,  სათანადო  განმარტებების  მიცემა

ოექტის სრული აღწერა-მოსწავლეები  წაიკითხავენ ვაჟას პოემებს,  მოძებნიან  მათთვის გაუგებარ სიტყვებსა და ფრაზებს,  ამოწერენ,  მოიძიებენ ლექსიკონში შესაბამის   სალიტერატურო ფორმებს, ამ  მასალით  შეადგენენ  ლექსიკონის  ელექტრონულ  ვერსიას, გაიცნობენ  კუთხური  და    სალიტერატურო მეტყველების  ნორმებს,  შეუსაბამებენ  ქართლურ დიალექტს.

მონაწილეთა  ასაკი:მე-10--მე-11 კლასები, 15-16 წელი

ვადები, ხანგრძლივობ: 3 თვე

პროექტის  შესაძლო აქტივობები:კლასში  ჯგუფური  მუშაობა,  კვლევა,  პრეზენტაცია,  ბლოგის  შექმნა.

მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  კვლევის  უნარი,გაიღრმავებენ  ცოდნას  კუთხური  მეტყველებისა  სალიტერატურო ენის  ნორმათა  შესახებ,  ამავე  დროს  გაიმდიდრებენ  ენის  ლექსიკურ მარაგსა და   უკეთ  გაეცნობიან  კუთხური  მეტყველების ანუ  ფშაური  დიალექტების  თავისებურებებსა და ხასიათს.

სამუშაო  ენა:  ქართული

საგნებთან,  საგნობრივ  ჯგუფებთან,  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:

ქართული-დახვეწენ  ლექსიკონებსა  და  პროექტებზე  მუშაობის  უნარს.

ისტორია- მოიძიებენ  ფშავ-ხევსურეთის წარსულსა  და  ტრადიციებს .

გეოგრაფი-აღწერენ  ფშავ-ხევსურეთის  ბუნებას,ფლორასა  და  ფაუნას.

ისტ-ისწავლიან  საპრეზენტაციო  პროგრამის,ლექსიკონების  ელვერსიისა  და  ბლოგის  შექმნას.

პროექტის ფასილიტატორი:  ნაზიკო  ბერიკაშვილი

ელფოსტ: berikshvilinaziko@gmail.com